განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციაზე მარიამ ლაშხი აირჩია

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციაზე მარიამ ლაშხი ერთხმად აირჩია. აღნიშნულ პოზიციას მე-10 მოწვევის პარლამენტში თამარ ტალიაშვილი იკავებდა.

თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა და შესაბამისად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა. კომიტეტს ახალი წევრი ჰყავს – გრეტა წიწავა, რომელიც „ქართული ოცნების” სიის მიხედვით, გენდერული კვოტირების გათვალისწინებით, თამარ ტალიაშვილის ადგილმონაცვლე გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები