რუმინეთის პრეზიდენტი: უმნიშვნელოვანესია, რომ როგორც მმართველმა პარტიამ, ისე ოპოზიციამ ერთობლივად იმუშაოს რეკომენდაციებზე, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე

უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა რეკომენდაციები სერიოზულად მიიღოს – როგორც მმართველმა პარტიამ, ისე ოპოზიციამ ერთობლივად იმუშაოს ამ საკითხზე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კლაუს იოჰანსის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხები დანახული იყოს, როგორც ეროვნული ინტერესის საკითხი.

„რუმინეთსაც გრძელი გზა ჰქონდა, ვიდრე ევროკავშირის წევრი გახდებოდა. ვხედავთ, იმ ნაბიჯებს, რაც უნდა გადაიდგას. საქართველოსთან დაკავშირებით შეიქმნა 12 რეკომენდაცია, რომელიც ვიცით. უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა ეს რეკომენდაციები სერიოზულად მიიღოს. იმუშაოს, რომ განხორციელდეს მოთხოვნილი ცვლილებები. რუმინეთში მნიშვნელოვანი იყო, ეს საკითხები დანახულიყო, როგორც ეროვნული ინტერესის საკითხი.
როგორც მმართველმა პარტიამ, ისე ოპოზიციამ ერთობლივად უნდა იმუშაოს ამ საკითხზე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ბრიფინგზე რუმინეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები