სალომე ზურაბიშვილი: უნდა ვაჩვენოთ ევროპელ პარტნიორებს, რომ არათუ პერსპექტივისთვის, არამედ წევრობისთვისაც მზად ვართ – ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნამდვილი და ძლიერი ნება

ყოველთვის გვქონდა მოთხოვნილება და ამბიცია, რომ ევროპული თანამეგობრობის ნაწილი გავმხდარიყავით. უნდა ვაჩვენოთ ევროპელ პარტნიორებს, რომ არათუ პერსპექტივისთვის, არამედ წევრობისთვისაც მზად ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, რუმინეთი ამ 30 წლის განმავლობაში მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

„ის იყო ჩვენი მთავარი პარტნიორი ევროპაში პოლონეთთან ერთად. დღესაც, რუმინეთი ჩვენი მთავარი მხარდამჭერია. ჩვენი მხრივ, ყოველთვის გვქონდა მოთხოვნილება და ამბიცია, რომ ევროპული თანამეგობრობის ნაწილი გავმხდარიყავით, ეს ჩვენი იყო და არ იყო გაზიარებული ევროპის ყველა ქვეყნისგან. დღეს ეს საზღვარი გადალახულია.
ჩვენ უნდა გადავდგათ საჭირო ნაბიჯები, ვიმუშაოთ და ვაჩვენოთ ევროპელ პარტნიორებს, რომ არათუ პერსპექტივისთვის, არამედ წევრობისთვისაც მზად ვართ. ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნამდვილი და ძლიერი ნება. ეს პერსპექტივა იმის შედეგია, რაც უკრაინამ გააკეთა, მისი თავდადებული ბრძოლის შედეგია. არ იქნებოდა უკრაინა და დღეს, ალბათ არ იქნებოდა მიღწეული ეს პერსპექტივა. მართალია მეტი გვინდოდა, კანდიდატის სტატუსიც გვინდოდა, ამისთვის გზა ხსნილია, შეგვიძლია, რომ არ დავიშუროთ ძალისხმევა, რომ სწრაფად მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს. ეს არის ჩვენი უახლოესი მომავალი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები