ალუდა ღუდუშაური: საქართველო ერთგული რჩება მთელი იმ შეზღუდვებისა, რომლებიც არის რუსეთთან მიმართებით და ამას ვასრულებთ პირნათლად

საქართველო ერთგული რჩება მთელი იმ შეზღუდვებისა, რომლებიც არის რუსეთთან მიმართებით და ამას ვასრულებთ პირნათლად, მიუხედავად მთელი რიგი სპეკულაციებისა და ტალახის სროლისა, – ასე აფასებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას, რომ საქართველომ დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა მიიღოს და ქვეყანა დასავლეთის სანქციებს უნდა შეუერთდეს.

ღუდუშაურის თქმით, ქალბატონ რასას სურს, რომ საქართველო იყოს საომარ მოქმედებებში ჩართული.

„საქართველო ერთგული რჩება მთელი იმ შეზღუდვებისა, რომლებიც არის რუსეთთან მიმართებით და ამას ვასრულებთ პირნათლად, მიუხედავად მთელი რიგი სპეკულაციებისა და ტალახის სროლისა. ეს ნათლად დადასტურდა და დაინახა მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ, მათ შორის, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა.
არ ვიცი, რას ვერ ხედავს ქალბატონი რასა და რას გულისხმობს, რომ საომარ მოქმედებებში მხარი უნდა დავუჭიროთ. ნათელია ეს ნარატივი, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით მათი სურვილები, მათი თავდასხმა ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ როგორმე საქართველო იყოს ჩართული. ამ სურათით ნათლად იკვეთება, რომ ვიღაცებს და, როგორც ჩანს, ქალბატონი რასაც მათ რიგებშია სურთ, რომ საქართველო იყოს საომარ მოქმედებებში ჩართული“, – თქვა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები