ფრიდონ ინჯია და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „ევროპელი სოციალისტები” წევრები საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტთან დაკავშირებით გიორგი კაკაურიძეს შეხვდნენ

პარლამენტში „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის” განხილვა მიმდინარეობს.

მომავალი წლის ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პირველადი პროექტთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს დღეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები” წარმომადგენლები შეხვდნენ. გიორგი კაკაურიძემ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის წევრებს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრებზე მიაწოდა ინფორმაცია, მაკროეკონომიკური და ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები გააცნო და სახელმწიფო უწყებებისთვის გამოყოფილი თანხების მოცულობებზე და იმ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებზეც აღნიშნული თანხების განკარგვა იგეგმება.

„მიგვაჩნია, რომ განათლებას და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს.
მეცნიერების ხელშეწყობისთვის ბიუჯეტში რესურსები უნდა იყოს გათვლილი. მეცნიერება უნდა განვითარდეს და ამისთვის, სახელმწიფოს მხრიდან მეტი ხელშეწყობაა საჭირო. ასევე მიგვაჩნია, რომ უნდა გაიზარდოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება და იქ იმაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდეს ვიდრე დღეს არის განსაზღვრული. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ შეიქმნას სახელმწიფო საინვესტიციო კომერციული ბანკი, რომელიც სხვადასხვა ისეთ პროგრამებს დააფინანსებს როგორიცაა „აწარმოე საქართველოში” და სხვა. ეს იქნება ერთგვარი სოციალური პროგრამა, რომელიც მიმართული იქნება მოსახლეობის კეთილდღეობისკენ”, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები” თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები