„ამ სარაკეტო დაბომბვით რუსეთმა დასავლეთს უთხრა, რომ ის ყველაფერზე წამსვლელია,“ – ზაალ კასრელიშვილი

ამ სარაკეტო დამბომბვით რუსეთმა დასავლეთს უთხრა, რომ ის  ყველაფერზე წამსვლელია, როცა ვინმე  ყირიმს და   იმ ტერიტორიებს შეეხება,   რა ტერიტორიებიც ე.წ. რეფერენდუმით მიიზომა,  – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა  მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

კასრელიშვილის თქმით, ყირიმისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იქნება.

„მოვლენები როგორც ვითარდება, ვხედავთ.  რუსეთს სახმელეთო ბრძოლები ძალიან უჭირს. როგორც ჩანს, ეს მობილიზაციაც ვერ უშველის. ამიტომ, ის  შორ მანძილზე იბრძვის. რუსეთის   აგრესია ჩვენთვის ახალი არ არის,  მაგრამ ახლა განსაკუთრებული აგრესია ყირიმის ხიდზე დარტყმამ გამოიწვია. ადრე ამ სტუდიიდან ვსაუბრობდით, რომ ყირიმისთვის ბრძოლა სამკვდრო-სასიცოცხლო იქნება.  ყირიმი და ყირიმის ხიდი რუსეთის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის გამარჯვების სიმბოლოა.   ეს კი ახლა  თავზე ემსხვრევათ. რუსეთი კიდევ უფრო მეტ აგრესიას გამოიჩენს, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყვება.  უკრაინელები არ გატყდნენ და დასავლეთი უკან არ იხევს. მეტსაც გეტყვით, უკრაინას ამ აგრესიის ადეკვატურ იარაღს მიაწვდიან. ვფიქრობთ, რომ ლეტალურ იარაღას მიაწოდებენ, რომელსაც ასევე შორ მანძილზე მოქმედება შეეძლება. საერთაშორისო სამართლის ნორმებით  უკრაინას  უფლება აქვს, იმ წერტილებზე,  საიდანაც ესვრიან, პრევენციული დარტყმები განახორციელოს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ  ყირიმისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იქნება. სახმელეთო ბრძოლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე   უკრაინა მოიგებს. ასე რომ, ერთმანეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო მძიმე იარაღის გამოყენებას  ველოდებით. ვსარგებლობ შემთხვევით და უკრაინას ვუსამძიმრებ   იმ უბედურების გამო,  რაც მოხდა. საოცარია, არცერთი სამხედრო დანიშნულების ობიექტი არ დაიბომბა. ამ სარაკეტო დაბომბვით რუსეთმა დასავლეთს უთხრა, რომ ის  ყველაფერზე წამსვლელია, როცა ვინმე  ყირიმს და   იმ ტერიტორიებს შეეხება,   რა ტერიტორიებიც ე.წ. რეფერენდუმით მიიზომა,“ – განაცხადა ანალიტიკოსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები