მიხეილ სარჯველაძე: სიტყვები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აღწერო ის ბარბაროსობა, რაც ახლა უკრაინაში ტრიალებს – მართლაც წარმოუდგენელი ამბავია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
“სიტყვები არ არის საკმარისი, რომ აღწერო ადამიანმა ის ბარბაროსობა, რაც ახლა უკრაინაში ტრიალებს – ამას მალევე უნდა დაესვას წერტილი. არ ვიცი, რა შეიძლება, იყოს გადამწყვეტი, როგორ უნდა მოხერხდეს ყველაფრისთვის წერტილის დასმა, იმიტომ რომ ფაქტია, ამ დრომდე მსოფლიო ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, რომ უბრალოდ ეს ყველაფერი შეაჩეროს. ძალიან ცუდად და ავისმომასწავებლად გამოიყურება ყველაფერი ეს, დიდი უბედურებაა, რომელიც მსოფლიოში ტრიალებს და რა თქმა უნდა ამას მალევე უნდა დაესვას წერტილი. ვერ წარმომიდგენია მსოფლიოს მომავალი, ვიდრე ასეთი რამ ხდება უკრაინაში. მართლაც წარმოუდგენელი ამბავია“, – განაცხადა სარჯველაძემ “ქრონიკასთან” საუბრისას.