დავით სონღულაშვილი ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს, ბრიტანელ დეპუტატ რიჩარდ გრეჰემს და საქართველოში WFD-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კლიმატის კანონის მიღების მნიშვნელობაზე, კანონის შემუშავების პროცესზე, სამომავლო პერსპექტივებსა და საქართველოს პარლამენტის როლზე კლიმატის ცვლილების სფეროში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების ეფექტურად შესრულებასთან დაკავშირებით.

უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი და ის შესაძლებლობები მიმოიხილეს, რომელიც ქვეყანას ამ მიმართულებით გააჩნია, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების ჭრილში.

„შეხვედრაზე მიმოიხილეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საქმიანობა. ისაუბრეს იმ პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ, რომელთა ეფექტიანი განხორციელებაც სამომავლოდ სხვადასხვა სექტორის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

დავით სონღულაშვილმა რიჩარდ გრეჰემს და ფონდის ხელმძღვანელობას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მათ მიერ განხორციელებული პროექტებისთვის და კომიტეტთან ეფექტიანი და აქტიური თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები