ზურაბ აზარაშვილი: ექიმმა, რომელსაც სააკაშვილის მონახულება სურდა, სათანადო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა

ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უცხოელმა ექიმმა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მონახულება სურდა, სათანადო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.

მინისტრის განმარტებით, ექიმის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მოთხოვნილს არ შეესაბამებოდა.

„ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ – რეგულირების სააგენტო და სპეცკომისია განიხილავს საექიმო საქმიანობის უფლებას საქართველოში. ჩვენ მონახულების უფლებას, პაციენტი იქნება თუ პატიმარი, არ გავცემთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა მოთხოვნილს, ამიტომ, კომისიამ მიზანშეუწონლად ჩათვალა საექიმო საქმიანობის უფლების მიცემა ამ კონკრეტულ ადამიანზე. დოკუმენტაციის ჩამონათვალში, რაც აუცილებელი იყო საექიმო საქმიანობის ლიცენზიის ასაღებად წარმოედგინა, არასრულყოფილი იყო, რამდენადაც ვიცი და ამიტომ ვერ დაკმაყოფილდა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საქართველოში სააკაშვილის საქმეში ჩასართავად საკუთარი ინიციატივით და ხარჯებით ჩამოსულია ექიმი, ნობელის პრემიის ლაურეატი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დარგში ჯეიმს კობი, რომელსაც ექსპრეზიდენტის მონახულების საშუალება არ ეძლევა. ხაჭაპურიძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ მას ხარვეზი დაუდგინა, თითქოს ბოლო წლებში მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები