ბექა დავითულიანი: თუ ქვეყანაში დგას დეოლიგარქიზაციის პრობლემა, როგორც ისინი აქამდე ქადაგებდნენ, ჩვენ გავათავისუფლებთ პოლიტიკას ოლიგარქებისგან

ჩვენ შეპირებულები ვართ, რომ 12-ვე პუნქტს შევასრულებთ და შეპირებულები ვართ, რომ თუ ქვეყანაში დგას დეოლიგარქიზაციის პრობლემა, როგორც ისინი აქამდე ქადაგებდნენ, ჩვენ გავათავისუფლებთ პოლიტიკას ოლიგარქებისგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წვერმა, ბექა დავითულიანმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ დეოლიგარქიიზაციის კანონპროექტი მათ მთავარ დამფინანსებლებს შეეხებათ და ახლა საერთოდ უარი თქვეს კანონზე.

„თავიდან ოპოზიცია, რომელიც ითხოვდა, რომ დეოლიგარქიცაზია იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, როგორც ჩანს, უკრაინულ კანონს გაეცნენ და ეს არის ერთადერთი კანონი, რომელიც პრაქტიკაში მოქმედებს. აღმოაჩინეს, რომ შეეხებათ მათი პარტიის მთავარ დამფინანსებლებს.
მერე აღმოჩნდა, რომ კეზერაშვილის დაფინანსების გამო შიგნით აქვთ ომი. ამ კანონმა შესაძლოა მასაც შეუქმნას პრობლემები. ახლა საერთოდ უარი თქვეს ამ კანონზე და გვთავაზობენ, რომ ეს იქნებ საერთოდ გავაქროთ შესასრულებელი რეკომენდაციების სიიდან. ასე არ გამოვა, ჩვენ შეპირებული ვართ, რომ 12-ვე პუნქტს შევასრულებთ და შეპირებული ვართ, რომ თუ ქვეყანაში დგას დეოლიგარქიზაციის პრობლემა, როგორც ისინი აქამდე ქადაგებდნენ, ჩვენ გავათავისუფლებთ პოლიტიკას ოლიგარქებისგან“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები