შალვა პაპუაშვილი: მტკიცედ ვგმობ უკრაინის რეგიონების – ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიას

მტკიცედ ვგმობ უკრაინის რეგიონების – ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

შალვა პაპუაშვილის უკრაინელ კოლეგას, რუსლან სტეფანჩუკს მიმართავს და აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფას ლეგიტიმაცია არ აქვს.

„მტკიცედ ვგმობ უკრაინის რეგიონების – ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიას. რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფას არ აქვს ლეგიტიმაცია და წარმოადგენს აშკარა უარს ნებისმიერ მდგრად მომავალზე გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის 4 რეგიონი დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები, ასევე, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსია მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები