რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის 4 რეგიონი დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები, ასევე, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსია მოახდინა.
კრემლში ფედერალური სათათბიროს წინაშე სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ დონეცკსა და ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში ხალხმა “ერთმნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთა”.
კიევსა და დასავლეთისთვის მიმართვისას, პუტინმა თავდაჯერებულად დასძინა, რომ უკრაინის ამ ტერიტორიების მცხოვრებლები „სამუდამოდ რუსეთის მოქალაქეები ხდებიან“.
სიტყვის გაგრძელებისას მან მოუწოდა უკრაინას, მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას.
“მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი და ომი, რომელიც მან ჯერ კიდევ 2014 წელს გააჩაღა და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. მაგრამ ჩვენ არ განვიხილავთ “რეფერენდუმების” შედეგებს”, – თქვა მან.