პენტაგონი ირანის ფლოტის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება

  პენტაგონი ირანის სამხედრო საზღვაო ძალების ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით, ირანული სამხედრო გემები შეერთებული შტატების საზღვრისკენ დაიძრნენ.
შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ თეირანის სამხედრო რიტორიკა ხშირად გადაჭარბებულია. აშშ არ გამორიცხავს, რომ გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამებოდეს.
ამერიკულ მედიასთან საუბარში პენტაგონის ინკოგნიტო წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაცია თეირანს არაერთხელ გაუვრცელებია. ასეთი განცხადებები, ძირითადად, მხოლოდ ადგილობრივ პუბლიკაზე და ხელისუფლების რეიტინგის ამაღლებაზეა გათვლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები