საქსტატი: აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2022 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.%-ით გაიზარდა. 

საქსტატის მონაცემებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტრანსპორტის, მშენებლობის, ვაჭრობის დარგებმა.

“წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3 პროცენტით განისაზღვრა.
022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები და ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგში.”,- აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები