პოეტ შარლოტა კვანტალიანს 10 სექტემბერს ქაშუეთის ტაძრიდან გამოასვენებენ

შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის, პოეტისა და ფილოლოგის, ფოლკლორისტის,  შარლოტა კვანტალიანის გარდაცვალების გამო.
შარლოტა კვანტალიანის პანაშვიდი, 9 და 10 სექტემბერს, ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება..
გამოსვენება შაბათს, 10 სექტემბერს, 14:00 საათზე, ქაშუეთის ტაძრიდან.
შარლოტა კვანტალიანი დაიბადა 1950 წლის 1 აპრილს, აბაშაში. დაამთავრა რუსთავის N15 საშუალო სკოლა.
1975 წელს დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1980 წლიდან დღემდე მუშაობს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
დაიცვა დისერტაცია ფოლკლორში.
2007 წელს მიენიჭა ფილოლოგიის აკადემიური დოქტორის წოდება.
1991 წლიდან იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. ამავე წელს დაინიშნა მწერალთა კავშირის ქვემო ქართლის ლიტერატურული ორგანოს, ალმანახ „ალგეთის” მთავარ რედაქტორად, სადაც დააფუძნა გამომცმლობა „ვეფხისტყაოსანი”.
1997 წელს დააარსა სამეცნიერო-სალიტერატურო გაზეთი „კალმასობა” „კალმასობის” პარალელურად, იყო რეზო ჭეიშვილის მიერ დაარსებული გაზეთ „მწერლური ცხოვრების” რედაქტორის მოადგილე.
საქართველოს მწერალთა ლიტფონდთან დააარსა სალიტერატურო გაზეთი „ლიტერატურული ქრონომეტრი” (გამოვიდა 2 ნომერი).
მისი ინიციატივით, 1994 წელს კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა  „ლიტერატურული დაოსტატების” ფაკულტეტი, სადაც ლექციებს კითხულობდა, სანამ ეს ფაკულტეტი არსებობდა. შემდეგ კი იქვე, ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ ფოლკლორის კვლევის კომპლექსურ ლაბორატორიაში ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას.
შარლოტა კვანტალიანი 1997 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად.
გამოცეემული აქვს სხვადასხვა პროფილის ათზე მეტი წიგნი (პოეზია, პროზა, საბავშვო ლექსები, სამეცნიერო სტატიები, თარგმანები.)
მის ლექსებზე შეიქმნა მრავალი სიმღერა. ითარგმნა რამდენიმე ენაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები