ანდრია გვიდიანი: “ნაცმოძრაობის” და ქალბატონი ელჩის განცხადებები ფრაზეოლოგიითაც სრულ თანხვედრაში მოდის, თურმე საქართველოში პოლარიზაცია “გავრილოვის ღამემ” და “შეუსრულებელმა დაპირებებმა” გამოიწვია

სამწუხაროდ, გამაოგნებელი კომენტარი გააკეთა ამერიკის ელჩმა. თურმე საქართველოში პოლარიზაცია “გავრილოვის ღამემ” და “შეუსრულებელმა დაპირებებმა” გამოიწვია. ერთი საკითხია, რომ უკვე ფრაზეოლოგიითაც “ნაციონალური მოძრაობის” და ქალბატონი ელჩის განცხადებები სრულ თანხვედრაში მოდის. გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ ქალბატონი დეგნანი უკვე დაუფარავად მოგვევლინა პოლიტიკურ მხარედ და სრულად დისტანცირდა ელჩის კლასიკური უფლება-მოვალეობებისგან – ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საგანგაშოა, რომ ელჩის ბოლოდროინდელი აშკარად ტენდენციური განცხადებები გამოუსწორებელ ზიანს აყენებს არა ელჩის, არამედ აშშ-ის რეპუტაციას. მისივე თქმით, იქნებ ქალბატონმა დეგნანმა საკუთარ თავს ჰკითხოს, შემთხვევით პოლარიზაციის წყარო ის ე.წ. არსამთავრობოები, ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები, ე.წ. ჟურნალისტები და ე.წ. პოლიტიკოსები ხომ არ არიან, რომლების ამერიკული ფულით სულდგმულობენ და დესტრუქციის გარდა, სხვა დავალება არაფერი აქვთ.

„სამწუხაროდ, გამაოგნებელი კომენტარი გააკეთა ამერიკის ელჩმა. თურმე საქართველოში პოლარიზაცია “გავრილოვის ღამემ” და “შეუსრულებელმა დაპირებებმა” გამოიწვია. ერთი საკითხია, რომ უკვე ფრაზეოლოგიითაც “ნაციონალური მოძრაობის” და ქალბატონი ელჩის განცხადებები სრულ თანხვედრაში მოდის. გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ ქალბატონი დეგნანი უკვე დაუფარავად მოგვევლინა პოლიტიკურ მხარედ და სრულად დისტანცირდა ელჩის კლასიკური უფლება-მოვალეობებისგან. მეორე საკითხია, იქნებ ქალბატონმა დეგნანმა საკუთარ თავს ჰკითხოს, შემთხვევით პოლარიზაციის წყარო ის ე.წ. არსამთავრობოები, ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები, ე.წ. ჟურნალისტები და ე.წ. პოლიტიკოსები ხომ არ არიან, რომლების ამერიკული ფულით სულდგმულობენ და დესტრუქციის გარდა, სხვა დავალება არაფერი აქვთ. რაც შეეხება სასამართლოს, აქ ყველაფერი დღესავით ნათელია. ქალბატონი ელჩი გვეუბნება, რომ აშშ მხარს უჭერს სასამართლოს განვითარებას და, ზოგადად, მართლმსაჯულების რეფორმებს. ერთი შეხედვით, ცხადია, ამისთვის ამერიკის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მაგრამ, ამოუხსნელ ამოცანად რჩება, მოსამართლის პოლიტიკური ნიშნით დასანქცირების საკითხი. ასევე, ამოუხსნელ ამოცანად რჩება, ე.წ. რეკომენდაციებში კონკრეტული მოსამართლეების დანიშვნის მოთხოვნა (და არა რეკომენდაცია). ეს არ არის, ქართული სასამართლოს განვითარების მხარდაჭერა – ეს არის, ქართულ სასამართლოში გავლენის მოპოვების და ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევის პირდაპირი და ძალიან უხეში მცდელობა. ამაზე ნათელი პასუხებია საჭირო და არა ტრაფარეტული განმარტებები “დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის” და “კანონის უზენაესობის” შესახებ. და ბოლოს – საგანგაშოა, რომ ელჩის ბოლოდროინდელი აშკარად ტენდენციური განცხადებები გამოუსწორებელ ზიანს აყენებს არა ელჩის, არამედ აშშ-ის რეპუტაციას. ეს ძალიან სამწუხაროსთან ერთად, საგანგაშოც არის. ალბათ ამაზე ვინმე ვაშინგონში უნდა დაფიქრდეს და ცივი გონებით შეაფასოს ამერიკის წარმომადგენლის ქცევები საქართველოში“ – წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები