მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის 136-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია  

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის და უხვი ნალექის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა) მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის ნაწილი დაზიანდა, რის გამოც შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები