მასწავლებელთა გადამზადება „გარემოსადაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” ტრენინგის ფარგლებში გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” ფარგლებში, მასწავლებელთა გადამზადების პროცესს აგრძელებს.

„სკოლებში დაიწყო გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლება, რაც ხელს შეუწყობს მომავალი თაობების სწორი გარემოსდაცვითი ღირებულებებისა და აგრარული ცნობიერების ჩამოყალიბებას. ტრენინგები ხელს შეუწყობს, ახალგაზრდებმა გაიაზრონ გარემოსდაცვით საკითხებში საკუთარი პასუხისმგებლობა და შეისწავლონ სწორი აგროწარმოების აუცილებელი საკითხები”, – განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა.

გადამზადებულ მასწავლებლებს სერტიფიკატები და სახელმძღვანელოები „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გადაეცემათ.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პედაგოგების გადამზადება 2021 წელს დაიწყო და დაწყებითი საფეხურის 2800 მასწავლებელი უკვე გადაამზადა. პროგრამა ეხმარება პედაგოგებს შესაძლებლობების გაძლიერებაში, ხოლო მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, იცოდნენ, თუ რა არის მდგრადი განვითარება და როგორ შეუწყონ ხელი მდგრადი განვითარების პროცესს, როგორ მოიხმარონ გონივრულად ბუნებრივი რესურსები, როგორ დაიცვან ბიომრავალფეროვნება, რა შეუძლიათ გააკეთონ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დასაცავად და წყლის რესურსების მდგრადი მოხმარებისთვის, გაეცნონ კლიმატის ცვლილების საკითხებს; იცოდნენ, როგორ მოიქცნენ ბუნებრივი საფრთხეების დროს, როგორ შეამცირონ ნარჩენები სწორი ქცევით; გაიაზრონ, რატომ არის მნიშვნელოვანი მიწის რესურსების დაცვა, რა კავშირშია მიწის რესურსები სოფლის მეურნეობასთან და რას ნიშნავს სურსათის უვნებლობა.

აღნიშნული ტრენინგები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აღიარებულია და შეტანილია მასწავლებელთა სავალდებულო ტრენინგების სიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები