რუსთაველის გამზირზე აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს

პარლამენტთან „სირცხვილიას“ და სხვა სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით, აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები გააჟღერეს.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, დღეს ისინი საზოგადოებას მათ სამოქმედო გეგმას გააცნობენ. დღევანდელ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან.

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები