პატრიარქი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„ამა წლის 24 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მიიღო. საქართველოს პრეზიდენტი მის უწმინდესობას ესაუბრა წმ. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რომში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და აღნიშნა, რომ გუნდის კონცერტს თვითონაც დაესწრება. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დალოცა ქალბატონი სალომე და წარმატებული ვიზიტი უსურვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები