აქცია – „შინ ევროპისკენ“ დასრულდა
ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია – „შინ ევროპისკენ“ დასრულდა.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა მსვლელობით ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშებზე ხელმოწერები დატოვეს.
აღნიშნული აქციის ორგანიზატორები „სირცხვილია“ და სხვა სამოქალაქო მოძრაობები იყვნენ. დღევანდელ შეკრებაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
აქციის ორგანიზატორებმა მორიგი შეკრება 24 ივნისს დააანონსეს. ამავე დღეს ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.