რუსთაველის გამზირზე აქცია – „შინ ევროპისკენ“ იმართება
საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია – „შინ ევროპისკენ“ დაიწყო.
დღევანდელი შეკრების ორგანიზატორები „სირცხვილია“ და სხვა სამოქალაქო მოძრაობები არიან.
მათი განცხადებით, შეკრების მიზანია, ევროპელმა პარტნიორებმა დაინახონ, რომ საქართველომ ევროპული არჩევანი გააკეთა.
როგორც ცნობილია, პარლამენტის შენობასთან შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ ევროპარლამენტარები.
სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.