კულტურის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა დაზუსტდა
კულტურის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა დაზუსტდა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის განცხადებით, საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან: საბჭოს მდივანი – მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ვალერი ასათიანი; წევრები: იურისტი, პროფესორი მინდია უგრეხელიძე; მოქანდაკე გია ჯაფარიძე, თეატრმცოდნე, ჟურნალისტი, მსახიობი ნიკა წულუკიძე; ჟურნალისტი, პროფესორი პაატა ნაცვლიშვილი; ფილოსოფოსი, პროფესორი ლევან გიგინეიშვილი; დიპლომატი, ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი ზურაბ აბაშიძე; დიპლომატი თამარ ბერუჩაშვილი; სახალხო არტისტი, მომღერალი, პროფესორი თეიმურაზ გუგუშვილი; მუსიკოსი, ევგენი მიქელაძის სახელობის ქალაქ თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი გია ქორქაძე; კომპოზიტორი, კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე გოგა შავერზაშვილი; იურისტი კახა ყიფიანი; პუბლიცისტი დემიკო ლოლაძე; მხატვარი, თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გოგი გეგეჭკორი; მწერალი, დრამატურგი კოტე ჯანდიერი; ხელოვნებათმცოდნე გია მარსაგიშვილი; პოეტი გურამ ოდიშარია, მხატვარი თეიმურაზ გოცაძე, მომღერალი ბადრო მაისურაძე; პოეტი ვახტანგ ღლონტი; თეატრალური მოღვაწე ლევან როხვაძე; და მსახიობი ვანო იანტბელიძე. საბჭოს ელისო ბოლქვაძე უხელმძღვანელებს. დღესვე კომიტეტმა განიხილა მოქალაქე მარინე დამენიას საკანონმდებლო წინადადება „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის და სხვა საშუალებების შესახებ” , „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ” და „მუზეუმების შესახებ” კანონპროქტებთან დაკავშირებით.
კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება კენჭისყრით უარყო.