“ვითიბი” ბანკი საქართველოდან გადის

“ვითიბი” ბანკი საქართველოს საბანკო ბაზრიდან გასვლას გეგმავს, თუმცა დანარჩენ ქვეყნებში ის დარჩება.

ამის შესახებ ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ანდრეი კოსტინმა “ინტერფაქს”-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ერთი შემთხვევის გამოკლებით, შვილობილ ბანკებს არსად არ ვყიდით. პრინციპული პოზიცია გვაქვს, ყველგან დავრჩით. მხოლოდ საქართველოდან გავდივართ, მაგრამ იქ ცოტა განსხვავებული ვითარებაა. აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ჩინეთში, ინდოეთში ვრჩებით“, – თქვა მან.

მისი თქმით, “ვითიბი” ამ ქვეყნებში ბიზნესის განვითარების პერსპექტივას ხედავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები