ვარკეთილის მეტროში შეფერხება დაფიქსირდა
ვარკეთილის მეტროში მატარებელი ავარიულად გაჩერდა.
მატარებელი იმ დროს გააჩერეს, როდესაც იგი გვირაბში ნახევრად იყო შესული.
არსებული ინფორმაციით, შეფერხება სულ 10-15 წუთს გაგრძელდა. ვაგონებიდან ყველა მგზავრი გამოიყვანეს.
ამჟამად, მეტროს მუშაობა აღდგენილია.