„აბსოლუტურად აუცილებელია“ – ოლაფ შოლცი პუტინთან საუბარზე

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის კონტექსტში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარი „აბსოლუტურად აუცილებელია“.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შოლცმა DPA-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„აუცილებელია პუტინთან საუბარი და მე ასე გავაგრძელებ, ისევე როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი. როდესაც პუტინს ვესაუბრები, ვამბობ იმავეს, რასაც თქვენ გეუბნებით, მაგალითად თუ ფიქრობთ, რომ სხვისი მიწის დასაკუთრება შეგიძლიათ, დრო მოვა ეს შეიცვლება, ასე რომ თქვენ ცდებით“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, რუსეთის წინააღმდეგ 2014 წლიდან დაწესებული სანქციები კვლავ ძალაშია.

„სანქციები, რომლებიც ომის დროს რუსეთის წინააღმდეგ დავაწესეთ, კვლავ ძალაშია და არ შეიცვლება თუ არ იქნება მშვიდობა“, – აღნიშნა შოლცმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები