პულიცერის საბჭომ უკრაინაში ომის გაშუქებისას მოკლულ 12 ჟურნალისტს პატივი მიაგო და პულიცერის პრემიის სპეციალური ჯილდო მიანიჭა.
„პულიცერის პრემიის საბჭო მოხარულია, მიანიჭოს სპეციალური ჯილდო ჟურნალისტებს უკრაინიდან მათი სიმამაცისთვის, სიმტკიცისა და მათ ქვეყანაში ვლადიმერ პუტინის უმოწყალო შეჭრისა და რუსეთში მისი პროპაგანდისტული ომისა და მართალი გაშუქების ერთგულებისთვის“, – განაცხადა პრემიის ადმინისტრატორმა, მარჯორი მილერმა.
საბჭოს გადაწყვეტილებით, პულიცერის სამი პრემია მიენიჭა ამერიკულ გამოცემა New York Times-ს, ერთი ჯილდო მიიღო Washington Post-მა დონალ ტრამპის მხარდამჭერების მიერ აშშ-ის კაპიტოლიუმის შტურმის გაშუქებისთვის.
“ახალი ამბების ფოტოგრაფიის” ჯილდო Getty Images-ის ფოტოგრაფებმა 6 იანვრის მოვლენების გაშუქებისთვის და Los Angeles Times-ის ფოტოგრაფმა – მარკუს იამმა მიიღო ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის გაშუქებისთვის.
სააგენტო Reuters-ს პულიცერის პრემია “მხატვრული ფოტოგრაფიის” კატეგორიაში გადაეცა, ინდოეთში კორონავირუსის პანდემიის გაშუქებისთვის.
პულიცერის პრიზი აშშ-ის ჟურნალისტიკის სფეროში ყველაზე საპატიო ჯილდოა, რომელიც 1917 წლიდან გადაეცემა.
ნომინაციაში “საუკეთესო საგამოძიებო მასალის” ჯილდო გადაეცა გაზეთ Miami Herald-ის ჟურნალისტებს, რომლებიც Champlain Towers-ის ნგრევას აშუქებდნენ; საუკეთესო გამოძიების კატეგორიაში გამარჯვებული გაზეთ Tampa Bay Times-ის ჟურნალისტები გახდნენ, რომლებმაც ფლორიდის სამრეწველო ქარხანაში ტოქსიკური ნარჩენების შესახებ ისტორიების სერია გამოაქვეყნეს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge