ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე – დაშავებულია ოთხი ადამიანი

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები