გიორგი ცუცქირიძე – ნატოსთვის საუკეთესო სტრატეგია შესაძლებლობების გაძლიერება იქნება, რათა რუსეთს გამარჯვება თეორიულადაც გაუჭირდეს, ეს აიძულებს პუტინს, თავი შეიკავოს შემდგომი თავდასხმებისგან

უკრაინული ფიასკოს პერსპექტივა მეთოდურად ანადგურებს რუსეთის ბოლო პრეტენზიას ზესახელმწიფოს სტატუსის შესახებ.  ომის დროში გაგრძელებასთან ერთად რუსეთს, აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა და ცოცხალი ძალა სწრაფად ეწურება, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამ აჩვენა, რომ რუსეთის დასავლეთთან ტექნოლოგიური ჩამორჩენა აშკარაა.

„უკრაინული ფიასკოს პერსპექტივა მეთოდურად ანადგურებს რუსეთის ბოლო პრეტენზიას ზესახელმწიფოს სტატუსის შესახებ.  ომის დროში გაგრძელებასთან ერთად რუსეთს, აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა და ცოცხალი ძალა სწრაფად ეწურება. წამყვანი უცხოელი ექსპერტების შეფასებით, რუსული ძალების სრულად აღდგენას, ისევე როგორც პერსონალის მომზადებას უკრაინაში დაშვებული ყველა შეცდომის გამოსასწორებლად, შესაძლოა, წლები დასჭირდეს. ამასთან, არსებული და მომავალი სანქციების გათვალისწინებით, რუსული არმიის საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენის ამოცანა, ეს ომიც რომ  მოიგოს, კიდევ უფრო მეტხანს გაგრძელდება.

ამიტომაც მიიჩნევა, რომ საუკეთესო სტრატეგია ნატოსთვის ახლა იქნება შესაძლებლობების გაძლიერება, რათა რუსეთს თეორიულადაც კი გაუჭირდეს გამარჯვება. ეს აიძულებს პუტინს  თავი შეიკავოს შემდგომი თავდასხმებისგან, ხოლო ომის გახანგრძლივების შემთხვევაში პუტინი ვერსად ვერ განახორციელებს მასშტაბურ ოპერაციებს.

უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამ აჩვენა, რომ რუსეთის დასავლეთთან ტექნოლოგიური ჩამორჩენა აშკარაა. სიმბოლურად, რუსული შენაერთების მიერ ხერსონის ოლქში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ავტომატ მაქსიმის გამოყენებაც გამოდგება, რომელიც გამოიგონეს მე-19 საუკუნეში!

თანამედროვე ომის წარმოების აშკარად მოძველებული ტექნოლოგიების შედეგია, რომ ომის დაწყებიდან მაისის დასაწყისისათვის, რუსეთის დანაკარგები მართლაც კატასტროფულია, როგორც პერსონალის, ასევე სამხედრო ტექნიკის სახით.

მთლიანად იცვლება გეოპოლიტიკური რუკაც, უკვე აშკარაა, რომ ტრანსციმბირული დერეფანი, რუსული პორტებით  დიდი ხნით დაიკეტა. ძალზე საგულისხმოა ჩინეთის პოზიცია, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მარტის თვიდან მოყოლებული, ჩინეთს რუსეთთან ენერგორესურსების გადამუშავების ახალი კონტრაქტები არ დაუდია, იმის მიუხედავად, რომ მოსკოვი პეკინს დიდ ფასდაკლებებს სთავაზობს. შესაბამისად, კიდევ უფრო იზრდება შუა დერეფნის პოლიტიკური დატვირთვა.

ექსპერტთა ნაწილი სავსებით სამართლიანად აღნიშნავს, რომ სრულდება კონტინენტური ბალანსი, რომელიც  გეოპოლიტიკაში ლისაბონიდან-ვლადივასტოკამდე ერთიან სივრცეს მოიცავდა, ხოლო ევროკავშირსა და რუსეთს შორის ღერძით ბერლინი-მოსკოვი იყო სსრკ-ის და ვარშავის ბლოკის დაშლის შემდეგ დომინირებული. პირველ ნაწილშიც აღვნიშნე, რომ გასულ წელს ერთმანეთის მიყოლებით ორი გეოპოლიტიკური ცენტრის – AUKUS-ის (ვაშინგტონი-ლონდონი -კანბერა) და ვაშინგტონი, ტოკიო, ნიუ დელი და კანბერა ე. წ. QUAD-ის ალიანსები იმისათვის იქმნება, რომ შეცვალონ არსებული გეოპოლიტიკური წონასწორობა და ასევე შეზღუდონ ჩინეთის გაფართოება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. ჩვენ მოწმე ვხდებით ახალი, ბიპოლარული გეოპოლიტიკური წონასწორობისა, სადაც ტრანსატლანტიკური სივრცე გლობალურ კონკურენციაში შედის ჩინეთთან, როგორც გლობალური ინვესტიციების, ისე საერთაშორისო ბაზრების ამ ღერძებზე კონცენტრაციით, რაც უკვე დღეს გლობალური ეკონომიკის 42 %-ს შეადგენს.

ახალი ალიანსიც ლონდონი-ვარშავა-კიევი, ამ დიდი გადათამაშების ნაწილია. ბერლინი-მოსკოვის ხაზის ფუნქციის დაკარგვით გერმანია კარგავს გეოპოლიტიკურ წონასაც, საფრანგეთთან ერთად. თავისი პორტებით გერმანია ნიდერლანდებთან ერთად ასრულებდა აშშ-ჩინეთს შორის ვაჭრობაში, წამყვან რგოლსაც.  ამ ქვეყნების მიერ, 2008 წელს და შემდგომაც ჩვენი ნატოში დაბლოკვაც დიდწილად ამ გეოპოლიტიკის შედეგი იყო. სწორედ გერმანია და საფრანგეთი არიან პასუხისმგებელი რუსული ამბიციების გაძლიერებაზე, ყველაზე მეტი მსხვილი ტრანსეროვნული კომპანიებიც, რომელთა ნაწილი ჯერ კიდევ რჩება რუსულ ბაზარზე, გერმანული და ფრანგული იყო.

თითქმის ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა დასავლურ ბაზართან დასაკავშირებლად სატრანსპორტო გზების დივერსიფიცირებული ქსელის – „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ შექმნა გადაწყვიტა.

აღნიშნულ კონცეფციაში ახალ სიცოცხლეს იძენს ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის შუა კორიდორი, რომელსაც ხშირად CKU აბრევიატურით მოიხსენიებენ,  10 წლის წინ შექმნილი დასავლურ ბაზართან დასაკავშირებლად სატრანსპორტო გზების დივერსიფიცირებული ქსელის – „სარტყლისა და გზის ინიციატივაზე“ ძველია თუმცა,  პროექტი დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებული იყო, ძირითადად  2005 და 2010 წლებს შორის ყირგიზეთში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობის გამო და რაც ძირითადად რუსეთის მიერ იყო ინსპირირებული.

რუსეთზე გამავალი ჩრდილოეთის კორიდორის გეოპოლიტიკური ფუნქციის მნიშვნელობის შემცირებასთან ერთად,  იზრდება შუა აზიასა და სამხრეთ კავკასიაზე გამავალი სატრანსპორტო ხაზის – შუა კორიდორის – უპირატესობა, რომელსაც რეალური შესაძლებლობა აქვს, კონკურენტუნარიანი სატრანზიტო ხაზი და ევროპასა და აზიას შორის ტვირთის მიმოცვლისთვის ერთ-ერთი უმთავრესი დამაკავშირებელი ხაზი გახდეს.

„სარტყლისა და გზის“ სხვადასხვა კორიდორის მნიშვნელობის წინ წამოწევა ბეიჯინგის ინტერესების ნაწილიცაა. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია ევროკავშირსა და ჩინეთს შორის შუა კორიდორის გავლით თავისუფალი და მდგრადი ტრანზიტისთვის თანამშრომლობის გააქტიურება,  შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, საქართველოსთან და აზერბაიჯანთან გააგრძელონ ამ ორ რეგიონში ინვესტირება.

აზერბაიჯანისა და შუა აზიის ენერგორესურსების გათვალისწინებით, ევროკავშირს ასევე შეუძლია საკუთარი ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია და რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების მნიშვნელოვნად შემცირება. როგორც ვერსალის სამიტზე გაცხადდა, ეს უკანასკნელი ევროკავშირის ახალი პრიორიტეტი ხდება.

შუა დერეფნის ერთიან კონცეფციაში უნდა განვიხილოთ ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა (CAREC), რომელიც არის 11 ქვეყნის პარტნიორობა, სადაც ზემოთ ნახსენები ქვეყნების გარდა ასევე შედიან თურქმენეთი, მონღოლეთი და პაკისტანი.

ნიშანდობლივია, რომ 2001 წლიდან მოყოლებული CAREC-მა მოახდინა $31,5 მილიარდზე მეტი ინვესტიციის მობილიზება, რამაც ხელი შეუწყო მულტიმოდალური სატრანსპორტო ქსელების ჩამოყალიბებას, გაზარდა ენერგეტიკული ვაჭრობა და უსაფრთხოება, და საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკური დერეფნის განვითარებას.

აბრეშუმის გზის აღდგენით საქართველო ბუნებრივად იბრუნებს ყველა იმ ფუნქციას, რაც მას ისტორიულად ჰქონდა და დაკარგა ჯერ 1801 წელს რუსეთის იმპერიის და შემდეგ 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის   შედეგად“, – წერს ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები