გიგი უგულავა: სააკაშვილს ციხიდან გამოიტანენ მკვდარს და ყველა, ვინც არის პასუხისმგებელი, მიიღებს დიდ შურისძიებას – მე თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში
პირდაპირ ვამბობ, მე არ მიყვარს მიკიბვ-მოკიბვა, სააკაშვილს ციხიდან გამოიტანენ მკვდარს და ყველა, ვინც არის პასუხისმგებელი, სულ რომ ბოლო წუთი იყოს, მე თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული.
„ამ ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მე მირჩევნია ვცხოვრობდე და ჩვენ ყველას გვირჩევნია ვცხოვრობდეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც პატრიარქს არ აქვს ვალდებულება, ჩაერიოს პოლიტიკურ საქმიანობაში, ისევე, როგორც პირიქით, პოლიტიკოსები არ უნდა ერეოდნენ ეკლესიის საქმიანობაში. ღარიბაშვილს მინდა შევახსენო, რომ ასე წერია ჩვენს კონსტიტუციაში. არაფერს ისევ მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი არის ერთი – ამათ ჯერჯერობით კიდევ არ აქვთ ბოლომდე გაცნობიერებული და ისევ დავუბრუნდები – კი, ბატონო, იარეთ მღვდლებთან, დაგჭირდებათ ძმაკაცობა მღვდლებთან, რადგან წესის აგება მღვდლის საქმეა და ბევრი წესის აგება მოუწევთ.
სააკაშვილს მოუვა რაღაც ციხეში და პირდაპირ ვამბობ, მერე ვნახოთ, როგორ განვითარდება – ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია; ვისაც შეუძლია და ამას არ აკეთებს, მიიღებს დიდ შურისძიებას. კბილი კბილისა წილ იქნება, თვალი თვალისა წილ იქნება. კლავთ ადამიანს?! პირდაპირ ვამბობ, მე არ მიყვარს მიკიბვ-მოკიბვა, სააკაშვილს ციხიდან გამოიტანენ მკვდარს და ყველა, ვინც არის პასუხისმგებელი, სულ რომ ბოლო წუთი იყოს, მე თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში და ასეთი არის ათიათასობით ადამიანი. ფიზიკურ შურისძიებაზეა საუბარი. მოკლავენ პრეზიდენტს და ამაზე პასუხს არ მოსთხოვს სახელმწიფო და მოსთხოვს ხალხი. დიახ – შუასაუკუნეებში ვართ?! ერთი წუთითაც უკან არ დავიხევ, პირდაპირ გეუბნებით. კაცს კლავენ და ლოყებდაბერილი ვოლსკი გვეუბნება, თავის თავს დააბრალოსო. აი, ვინ ვის დააბრალებს, მერე ვნახავთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.