“ზეწოლა განახორციელეს ეუთო-ზე, რომელიც იძულებული გახდა, თავდაპირველად გაჩუმებულიყო, რეზოლუციაში კი საკუთარი დასკვნა 100%-ით ამოტრიალებული შინაარსით ჩაეწერა” – ირაკლი ქადაგიშვილი

“ზეწოლა განახორციელეს ეუთო-ზე, რომელიც იძულებული გახდა, თავდაპირველად გაჩუმებულიყო, რეზოლუციაში კი საკუთარი დასკვნა 100%-ით ამოტრიალებული შინაარსით ჩაეწერა”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.

დეპუტატი სვამს შეკითხვას – არის თუ არა ეს ორგანიზაცია პასუხისმგებლიანი და საკუთარი ოფიციალური მისიის დასკვნის ერთგული?

„ბოლო პერიოდში ეუთო/ოდირ-ის მთავარი მისია არჩევნებზე დაკვირვება, მათი შეფასება და დასკვნის მომზადება იყო. მათ 2024 წლის არჩევნებზე დასკვნა გამოაქვეყნეს, რომლითაც არჩევნები ჩატარებულად და კონკურენტუნარიანად გამოცხადდა. ამ დოკუმენტს ისეთი პრობლემა არ ჰქონდა, რაც ჩატარებულ არჩევნებს ეჭვქვეშ დააყენებდა. ევროკავშირის ხელმძღვანელთა განცხადებებიც გვახსოვს, რომ ისინი სწორედ ეუთო-ს დასკვნას დაელოდებოდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ ქართველი ხალხის არჩევანი არ მოეწონათ. ამიტომ განახორციელეს ზეწოლა ეუთო-ზე, რომელიც იძულებული გახდა, თავდაპირველად გაჩუმებულიყო, ხოლო საბოლოო რეზოლუციაში საკუთარი დასკვნა 100%-ით ამოტრიალებული შინაარსით ჩაეწერა. ბუნებრივია, კითხვა ისმის: არის თუ არა ეს ორგანიზაცია პასუხისმგებლიანი და საკუთარი ოფიციალური მისიის დასკვნის ერთგული თუ ჩვეულებრივად მანიპულაციისა და შანტაჟის ქვეშ მყოფ სტრუქტურად იქცა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ზეწოლის იარაღად გამოიყენება? საქართველოს საფუძვლიანი პრეტენზია აქვს, რომ ეუთო-მ საკუთარი პოზიცია მკაფიოდ გამოხატოს, კულუარებში მოხდილი ბოდიშები არავის აინტერესებს. ჩვენ ამ საერთაშორისო ორგანიზაციას არ ვტოვებთ, თუმცა, მისი დაბალი რეპუტაციიდან გამომდინარე, კითხვები გვიჩნდება, რაც ბუნებრივია“, – ამბობს ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები