“ეუთო-ში 39-მა ევრობიუროკრატმა, ფაქტობრივად, უღალატა არა მხოლოდ საკუთარ მანდატს, არამედ იმ დასკვნებს, რომლებიც საქართველოზე ჰქონდათ მომზადებული” – იონათამიშვილი

“ეუთო-ში 39-მა ევრობიუროკრატმა, ფაქტობრივად, უღალატა არა მხოლოდ საკუთარ მანდატს, არამედ იმ დასკვნებს, რომლებიც საქართველოზე ჰქონდათ მომზადებული”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ დღეს, როცა საერთაშორისო ინსტიტუტების ქმედითუნარიანობა სერიოზულად არის შერყეული, მსგავსი პრეცედენტები სანდოობას კიდევ უფრო მეტად აკნინებს და ასუსტებს.

“მათ თუ უნდათ, იმიჯი შეინარჩუნონ, ეს ყველაფერი გამოსასწორებელი აქვთ. მსგავსი მანკიერი ქმედებებით და არაკეთილსინდისიერი მიდგომებით საქართველოს განვითარებას ხელს ვერ შეუშლიან. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ამ რეზოლუციით თავის მანდატს გასცდა, რაც საშიში პრეცედენტია. ასეთი რეზოლუციები საქართველოსთვის დამაზიანებელი ვერ იქნება, მაგრამ ამ ინსტიტუტების სანდოობას ძირს უთხრის“, – თქვა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები