“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ტყუილებით გაჯერებული რეზოლუციებით, გამოდის იმ ფარგლებიდან, რაც ამ ორგანიზაციის წესდებით აქვს მას მინიჭებული” – მათიკაშვილი

“იმას, რომ ქართველმა ხალხმა არ აირჩია ომი, ქვეყნის ნგრევა, არამედ – პატრიოტული, ეროვნული ხელისუფლება კვლავ მოიყვანა ქვეყნის სადავეებთან, ქართველებს ვერ პატიობენ”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

დეპუტატმა ეუთო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„რჩება შთაბეჭდილება, რომ რაც ათწლეულების განმავლობაში რუდუნებით შენდებოდა, საერთაშორისო ინსტიტუციებზე მაქვს საუბარი, ამ შემთხვევაში ბუნებრივია ვსაუბრობ ეუთოზე, დღეს იქ არსებული პერსონები პრაქტიკულად თავისი ხელით ანგრევენ ამ ყველაფერს.

კარგად მოგეხსენებათ, ეუთო რა ორგანიზაციაა, როდის შეიქმნა, რა მიზნები გააჩნია. ამ ორგანიზაციის უძირითადეს მიზანს წარმოადგენდა და წესით დღესაც უნდა წარმოადენდეს ევროპის კონტინენტზე მშვიდობის, უსაფრთხოების შენარჩუნება, პრევენცია ამ მნიშვნელოვანი მოცემულობის. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ნაკარნახევი ამ მრუდე, აბსოლუტურად გაუგებარი, ტყუილებით გაჯერებული რეზოლუციებით, პრაქტიკულად, გამოდის ყოველგვარი იმ ფარგლებიდან, რაც ამ ორგანიზაციის წესდებით და საერთაშორისო მანდატით მათ აქვთ მინიჭებული“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები