ირაკლი ქადაგიშვილი: მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი სოლიდარული იქნება სამივე ქვეყნის – უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ

უკრაინაში მიმდინარე ამ ომმა დააჩქარა ეს პროცესი. საქართველოს 2024 წელს ჰქონდა დაგეგმილი ამ განაცხადის გაკეთება, კანდიდატობაზე წარდგენა, ასე რომ, გამორიცხული არ არის,  უკრაინას ჰქონდეს პრიორიტეტი ყოველთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა. ამით მან უპასუხა კითხვას: – „ფიქრობთ თუ არა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ევროკავშირის პოზიცია იყოს ომის მსხვერპლი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მიენიჭება და მოლდოვამ და საქართველომ მომლოდინეთა რიგში გადაინაცვლონ“.

„მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი იქნება სოლიდარული სამივე ქვეყნის მიმართ, რადგან ამა თუ იმ ფორმით სამივე ქვეყანა ერთ მდგომარეობაში იმყოფება: რა თქმა უნდა, უკრაინაში ცხელი ომი მიმდინარეობს, მაგრამ სამივე ქვეყანა ომის წინა პერიოდში იმავე პრეტენზიების ქვეშ იდგა, რა პრეტენზიების გამოც დაიწყო ომი უკრაინაში; სამივე ქვეყანას დაახლოებით იგივე მისწრაფებები ჰქონდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, რაც ომის წინ სამივე ქვეყანას აერთიანებდა. მე მაინც ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება სამივე ქვეყანასთან მიმართებით იქნება თანაბარი, მაგრამ სამოქმედო, შემდგომი საგზაო რუკა შეიძლება, სამივე ქვეყნისთვის რაღაც მიმართულებებით განსხვავებული იყოს, ომიდან გამომდინარე შექმნილი პრობლემების გამო და ა.შ.“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები