დედაენის დღესთან დაკავშირებით, ეროვნულ არქივში „საზედაო“ შრიფტის წარდგენა გაიმართება
14 აპრილს, 13:00 საათზე, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, „საზედაო“ შრიფტის წარდგენა გაიმართება.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის, კომპანია „ჯეპრასა“ და კალიგრაფ დავით მაისურაძის თანამშრომლობით, ეროვნულ არქივში დაცული ძეგლების მიხედვით საზედაო ასოების შრიფტი შეიქმნა.

შრიფტს საფუძვლად დაედო მე-14 -18 საუკუნეების მხედრულ ხელნაწერებში გამოყენებული გრაფემები ანუ საზედაო ასოები.
შრიფტი დიდ დახმარებას გაუწევს ტექსტების დიზაინერებს ახალი იდეების განხორციელებაში, ამასთან, პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ ხელნაწერთა გაფორმების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.