„მწერლობა რთულ ეპოქაში” – პანელური დისკუსია გაიმართება

11 აპრილს, 19:00 საათზე, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის” ფარგლებში, საქართველოში ამერიკის საელჩოს ორგანიზებითა და მწერალთა სახლის მხარდაჭერით, გაიმართება ონლაინ პანელური დისკუსია თემაზე –  „მწერლობა რთულ ეპოქაში”.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პანელდისკუსიის მონაწილეები თანამედროვე ქართველი და ამერიკელი მწერლები: ზურაბ ქარუმიძე, ლადო ფოჩხუა, ივა ფეზუაშვილი, აიანა მათისი, ენჯი კრუსი, ბორის დრალიუკი და როზა ალკალა არიან. დისკუსიას მოდერაციას გაუწევს აიოვას უნივერსიტეტის პროფესორი – კრისტოფერ მერილი.

შეხვედრის მთავარი მომხსენებლები არიან: კრისტოფერ მერილი და ლადო ფოჩხუა.

ონლაინშეხვედრა შედგება ზუმში. დასასწრებად მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3xgflnA

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები