ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული კითხვარი უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში დაეხმარება.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას, რათა კითხარში მოცემული საკითხების შესრულება წლების ნაცვლად კვირებში დაასრულოს.
„რუსეთი ეკონომიკურ, ფინანსურ და ტექნოლოგიურ რღვევაზე გადავა, ხოლო უკრაინა, ევროპული მომავლისკენ მიისწრაფვის. ეს არის ის, რასაც მე ვხედავ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
კითხვარის მიღებისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ერთ კვირაში იქნება მზად.