ცირა ბარბაქაძის წიგნის – „გზავნილები მასწავლებლებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართება
კვირას, 10 აპრილს, 14.00 საათზე, დუმბაძის ფონდში „გზავნილები მასწავლებლებისთვის” – წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნის ავტორის, პროფესორ ცირა ბარბაქაძის ინფორმაციით, წიგნს რედაქტორები: ჟურნალ „მასწავლებლისა“ და ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge”-ს მთავარი რედაქტორი, პოეტი ნატო ინგოროყვა, მწერალი ირაკლი შამათავა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე, წარადგენენ.
წიგნში თავმოყრილი და სისტემატიზებულია Mastsavlebeli.Ge – ზე გამოქვეყნებული სტატიები, რომლებსაც აქტიურად იყენებენ მასწავლებლები.
წიგნი დაიბეჭდა პროექტის – „განათლება ციფრულ ეპოქაში – მასტერკლასები და კონკურსის“ ფარგლებში, პროექტის მენეჯერის რამაზ ზოსიაშვილის ინიციატივით, როდესაც მოისმინა, რომ ბევრ რეგიონში მასწავლებელს ხშირად არა აქვს ინტერნეტი, თქვა, რომ მაშინ უნდა ჰქონდეთ წიგნი.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი:საბურთალო, სულხან ცინცაძის ქუჩა, №63 (ბიბლიოთეკის შენობა, 1-ლი სართული)