უკრაინის მხარდასაჭერი ლიტერატურული საღამო გაიმართება
5 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში, 519-ე აუდიტორიაში, უკრაინის მხარდასაჭერი ლიტერატურული საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სპიკერები არიან: მწერალი ნანა აბულაძე; პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი რეზი თოფურია; მწერალი ირაკლი შამათავა; სამართლის ასოცირებული პროფესორი გიორგი ლორია.
სპიკერები, თავიანთი პროფესიიდან გამომდინარე, ისაუბრებენ უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, რუსულ აგრესიასა და ოკუაციაზე.
საღამოს უკრაინელი მოქალაქეები დაესწრებიან.
ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ სტუდენტების მიერ გამოცემული მოთხრობების კრებული „გამოსახლება”, რომელიც რუსულ ოკუპაციას მოიცავს.
შეგროვილი თანხა გადაეცემა ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.
შეგროვილი თანხა გადაეცემა ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.