ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ნატო სირბილაძესთან და კოტე ბოლქვაძესთან შეხვედრა გაიმართება
6 აპრილს, 16 საათზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში, სადაც ნატო სირბილაძის ნამუშევრებია გამოფენილი, საინტერესო შეხვედრა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მნახველებს უმასპინძლებენ – არტისტი ნატო სირბილაძე და კურატორი კოტე ბოლქვაძე.
დამთვალიერებელს საშუალება ექნება, მოუსმინოს მათ ექსპოზიციის „ძველი მეხსიერების ნახატების” ფონზე. შეხვედრა ცოცხალ ფორმატში გაიმართება – ექნება ლექციის ხასიათი, ასევე, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაესაუბრონ ნატო სირბილაძეს და კოტე ბოლქვაძეს.
ნატო სირბილაძის გამოფენა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში 10 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
მის: რუსთაველის გამზირი №7.