დღეს გერონტი ქიქოძის სახელობის პრემიის გადაცემის ცერემონია გაიმართება

31 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, გერონტი ქიქოძის სახელობის პრემიის გადაცემის ცერემონიალი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გერონტი ქიქოძის სახელობის პრემია 2019 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემა ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო ქართულ თარგმანს.
პრემია წარმოადგენს 1000 ლარს. იგი გადაეცემა მთარგმნელს.
პრემიის მისაღებად შესული განაცხადებიდან შეირჩა მოკლე სია:
ალბერ კამიუს „პირველი ადამიანი”, მთარგმნელი გიორგი ეკიზაშვილი, გამომცემლობა „აგორა“;
მატიას ენარის „კომპასი”, მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი, გამომცემლობა „დიოგენე“;
ერიკ ვუიარის „დღის წესრიგი”, მთარგმნელი თამარ ლომიძე, გამომცემლობა „დიოგენე“.
ღონისძიების პარტნიორები არიან – საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა და საქართველოს მწერალთა სახლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები