31 მარტი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების დღეა – ფოლკლორის ცენტრის ვიდეოკოლაჟი

ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი სამახსოვრო ვიდეოკოლაჟს ავრცელებს.
„ერთი წლის წინ, 31 მარტს, ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა – ქართული სამუსიკო ფოლკლორის ლოდი თავკიდური…
დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც ათწლეულები ასაზრდოებს ქართულ სიმღერას.
ერთი წლის გადასახედიდან, ვგრძნობთ დიდ დანაკლისს, მის არყოფნას და დიდ სიამაყეს, რომ ის არსებობდა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ბატონო ანზორ, ყველაფრისათვის“, – აღნიშნულია ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები