goEast – საერთაშორისო კინოფესტივალი ლანა ღოღობერიძის რეტროსპექტივას უმასპინძლებს

ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით, საერთაშორისო კინოფესტივალი goEast ლეგენდარული ქართველი რეჟისორის – ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით,  კინოფესტივალზე შემდეგ ფილმებს უჩვენებენ:
„დღეს ღამე უთენებია” (1984);
 „ორომტრიალი” (1986);
„რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” (1978);
„როცა აყვავდა ნუში” (1972);
 „ვალსი პეჩორაზე” (1992);
 „ერთი ცის ქვეშ” (1961);
„მე ვხედავ მზეს” (1965);
 „ფერისცვალება” (1968);
 „აურზაური სალხინეთში” (1975);
 „ოქროს ძაფი” (2019);
 საერთაშორისო კინოფესტივალი goEast ყოველწლიურად 100-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმს სთავაზობს აუდიტორიას. იგი გერმანიაში, ქალაქ ვისბადენში ტარდება. წელს ფესტივალი 19 აპრილის გაიხსნება და 29 აპრილს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები