ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

4 აპრილს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლე მხატვარ ირაკლი ჩიქოვანის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 60-მდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი, რომლის უმეტესი ნაწილი კერძო საკუთრებაში ინახება. ირაკლი ჩიქოვანმა განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო.
ირაკლი ჩიქოვანის ნამუშევრები შესრულებულია აბსტრაქციის ჟანრში და ასევე მოიცავს ფიგურულ კომპოზიციებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები