ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინაში ჩერდება ყველა პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელთაც რუსეთთან აქვთ კავშირი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო ქვეყანაში იმ პარტიების საქმიანობას აჩერებს, რომლებსაც რუსეთის ფედერაციასთან აქვთ კავშირი.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართა.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ რუსეთში ღრმა ადამიანური რესურსი და უამრავი აღჭურვილობა, რაკეტები და ბომბებია. მაგრამ მინდა, ვკითხო რუსეთის მოქალაქეებს – რა გიქნეს ამ წლების განმავლობაში, რომ თქვენს დანაკარგებს აღარ ამჩნევთ? აღარაფერს ნიშნავს თქვენთვის სიტყვები – შვილი, დედა, მამა. უკვე 14 ათასზე მეტი თქვენი სამხედრო დაიღუპა. ეს არის 14 ათასი დედა, 14 ათასი მამა, ესენი არიან ცოლები, ესენი არიან შვილები, ნათესავები, მეგობრები და თქვენ ამას ვერ ამჩნევთ? იქნება მეტი მსხვერპლი, ვიდრე ეს ომი გაგრძელდება, ეს არის თქვენი ომი ჩვენს წინააღმდეგ, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენს მიწაზე.

პოლიტიკოსების საქმიანობა, რომელიც დაყოფისკენ ან კოლაბორაციისკენაა მიმართული, წარუმატებელი იქნება და მკაცრ პასუხს მიიღებს. ამიტომ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული ომისა და პოლიტიკური კავშირების გათვალისწინებით გადაწყვიტა, შეჩერდეს მთელი რიგი პოლიტიკური პარტიების ნებისმიერი აქტივობა ამ საომარი მდგომარეობის პერიოდში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები