ბრიტანეთის თავდაცვა: რუსეთი შეჩერდა, იმიტომ, რომ უკრაინის ცის დაპყრობა ვერ შეძლო

რუსეთის გეგმა იყო უკრაინის ცაზე თავიდანვე კონტროლი მოეპოვებინა, მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა. აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის ანგარიშში ისაუბრა. 

ლონდონში თვლიან, რომ უკრაინის საჰაერო ძალები უკრაინის საჰაერო სივრცეს ეფექტურად იცავენ.

„რუსეთმა ვერ შეძლო კონტროლი მოეპოვებინა საჰაერო სივრცეზე და ამიტომ მეტწილად იმედებს ამყარებს შეიარაღებაზე. ისინი დარტყმებს ახორციელებენ რუსეთის ტერიტორიებიდან სამიზნე ადგილებზე უკრაინაში. საჰაერო სივრცეზე კონტროლის მოპოვება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი იყო რუსეთისთვის კონფლიქტის პირველ დღეებში და სწორად ამის უუნარობამ საგრძნობლად შეაფერხა რუსეთის პროგრესი“, – აღნიშნეს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები