ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის წიგნების წარდგენა გაიმართება

2 მარტს, 17:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში, ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის წიგნების წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნები გამოიცა წიგნები გამოიცა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით.
ამირან არაბულის წიგნი „სიტყვის სარკმელი’’ ავტორის 20- წლიანი ნააზრევის, კვლევისა და შემოქმედების კრებულია. სადაც თავმოყრილი წერილები – ზოგი სამსახურებრივი ვალდებულების, ზოგიც საკუთარი სურვილის კარნახით – წლების განმავლობაში იქმნებოდა და იხვეწებოდა.
წიგნის „ჩარჩოში’’ მოქცეული საანალიზო საკითხების შედარებითი შესწავლაა ის უმთავრესი მიმართულება, რომელიც ფოლკლორულ-ლიტერატურული პრობლემატიკისა და ამ ორი სფეროს ურთიერთმიმართების ავტორისეულ ხედვას განსაზღვრავს და განაპირობებს.

ეთერ თათარაიძის წიგნის „ალალ იყვიდ უშუროის“ დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გამოუქვეყენებელი ლექსებია – ბერდედებზე, წუთისოფელზე, ფილოსოფიური ლიკირა და ა.შ.

ლიტერატურათმცოდნე ქეთო ნინიძე წერს: „..და ეს პოეზია იმდენადაა ზოგადსაკაცობრიო, რამდენადაც უზუსტესად წარმოაჩენს განსაზღვრული დროის ლოკალურ კოლორიტს. სწორედ ამ ღირსებისთვის ხვდა წილად ნობელის პრემია 1945 წელს ჩილელ პოეტ ქალს – გაბრიელა მისტრალს, რომელთანაც ეთერ თათარაიძის მსგავსება, პირველად თუ არ ვცდები, ნაირა გელაშვილმა აღმოაჩინა. „ძლიერი განცდებით შთაგონებული ლირიკული პოეზიისთვის, რომელმაც პოეტის სახელი აქცია მთელი ლათინურამერიკული სამყაროს ამაღლებული მისწრაფებების სიმბოლოდ’’. ასე შეაფასეს მისტრალის დამსახურება მსოფლიოს ლიტერატურის წინაშე. და, მართლაც, მისი პოეზიის ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად ითვლება ის, რომ პოეტმა ყოფითი, სამეტყველო კილო-კავი საყოველთაო და ზოგადადამიანური პოეტური ენის ხარისხში აიყვანა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები