იტალიის პრემიერი: ზელენსკი კავშირზე არ გამოვიდა

იტალიის პრემიერმინისტრმა, მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ უპასუხა ადრე დაგეგმილ ზარზე.

“დღეს დილით გადმომცეს და ჩვენ შევთანხმდით სატელეფონო საუბარზე 11:30-ზე, მაგრამ საუბარი შეუძლებელი აღმოჩნდა, ზელენსკი აღარ იყო ხელმისაწვდომი”, – თქვა დრაგიმ.

მისივე თქმით, ევროპის საბჭოს რიგგარეშე დღევანდელ სხდომაზე ზელენსკიმ თქვა, რომ „ის და მისი ოჯახი რუსების სამიზნეა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები