ომბუდსმენი: ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

”საქართველოს პრემიერის დღევანდელი განცხადება და მისი პათოსი არ გამოხატავს ჩემს პოზიციას – ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში, უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და ღირსებისთვის ჩვენი ბრძოლაცაა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსებისთვის!

ვინც ასე ფიქრობთ, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, ჩვენ ბევრი ვართ და ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება!”, – წერს ომბუდსმენი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები