„ილია ჭავჭავაძის პოეტური სტილის საკითხები“ – შეხვედრა ავთო არაბულთან
26 თებერვალს, 14:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი მორიგ შეხვედრას უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 2022 წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წელი სრულდება. „საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი, მთელი წლის განმავლობაში, ბევრ საინტერესო პროექტს შემოგთავაზებთ. მათ შორისა შეხვედრების სერია, სახელწოდებით – „ილია 185″.
შეხვედრების მიზანია ილია ჭავჭავაძის შემოქმედების ახლებური გააზრება და თანამედროვეობის ჭრილში მისი განხილვა.
26 თებერვალს, სერიის სტუმარი იქნება ენათმეცნიერი, აკადემიკოსი ავთო არაბული თემით – „ილია ჭავჭავაძის პოეტური სტილის საკითხები“, – აღნიშნულია მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პანდემიური ვითარების გამო, შეხვედრების სერია, ამ ეტაპზე, წარიმართება ონლაინფორმატით.